პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს - შსს

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ავთანდილ გალდავა შეცვალა. ხოლო, პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა 2020 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმისას სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.  21 ოქტომბერს, ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შსს-ს ცნობით, შეიჭრა ბადრი ესებუა, მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი მოითხოვა.

თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან (მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელ ავთანდილ გალდავასთან) ერთად დატოვა.