პოლონელი ექიმის საქმესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი  მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც მედიისთვისაა ცნობილი შეხვედრა კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა და პოლონელ ექიმთან დაკავშირებით სამინისტრომ საელჩოს პოზიცია მოისმინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელს არ გაუკეთებია. ჯერჯერობით შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, კლინიკა „ვიმავემდში“  შესულმა ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და მის გატანას ფეხსაცმლით ცდილობდა.