პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა

პუბლიკა

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია. ის პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია. მას 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.

დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ იყო არჩეული ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ.  ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის პროცესს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანმდებობას აქმდე მათეუშ მორავეცკი იკავებდა.