პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პუბლიკა

დღეს, 15 ოქტომბერს, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ორი მთავარი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს – პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელსაც მესამე ვადით სურს ხელისუფლების შენარჩუნება და პროევროპული გაერთიანებული პლატფორმა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.

პოლონეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. ამ არჩევნებში პოლონეთის მოქალაქეები ორპალატიანი პარლამენტის წევრებს აირჩევენ – სეიმის 460 წევრსა და სენატის 100 წევრს.

გარდა ამისა, პოლონეთის მოქალაქეებმა ამ არჩევნებში რეფერენდუმის კითხვებს უნდა უპასუხონ, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტების მიღების შესახებ მოქალაქეების მოსაზრების გაგება.