პოლონეთის საგარეო რუსულ კანონზე: შეშფოთებული ვართ, მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეასრულოს ვალდებულებები

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე „ფორმულას” მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ შეშფოთებული არიან კანონპროექტის ხელახალი ინიციირებით.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის. ამ კონტექსტში, შეშფოთებული ვართ გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა შემოტანით. ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს აღებულ საჯარო ვალდებულებას მსგავსი კანონმდებლობის უპირობოდ გაწვევაზე”, – ამბობს პოლონეთის საგარეო უწყება „ფორმულასთან”.