პოლონეთის საზღვართან ახლოს რუსებმა უკრაინულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

პუბლიკა

ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომტერში რუსებმა უკრაინის სამშვიდობო და უშიშროების საერთაშორისო ცენტრი დაბომბეს. არსებული მონაცემებით იქ რვა რაკეტა ჩამოვარდა.

ლვოვის ოლქი უკრაინის უკიდურესად დასავლეთ ნაწილშია და პოლონეთს ესაზღვრება. ლვოვი უკრაინელი თავსესაფრის მაძიებლების მთავარი მიმართულებაა. დღემდე ლვოვის მიმართულებით რუსებს იერიშები როგორც წესი არ მიჰქონდათ. დაპირისპირების მთავარი წერტილები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი იყო.