პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ცნო

პუბლიკა

პოლონეთის სენატმა ერთხმად, 85 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ტერორისტულ რეჟიმად ცნობს.

რეზოლუციაში სენატი გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად.

რეზოლუციაში სენატორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს სასტიკი ომი უკრაინასთან, სუვერენული ქვეყნის მსოფლიო რუკიდან წაშლისა და უკრაინულო ერის განადგურების მიზნით.

სენატორები რეზოლუციაში აღნიშნავენ, რომ უკრაინელთა მიერ დამოუკიდებლობის გმირულმა დაცვამ მთელი თავისუფალი სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია.

„დღეს უკრაინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც დემოკრატია და თავისუფლება დაცულია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში სენატორები მიუთითებენ, რომ რუსი ოკუპანტები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მცხოვრებლებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით.

„რუსულ ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ასახლებენ და აგზავნიან უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის შორეულ კუთხეებში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.