პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პუბლიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო ხმების ნახევარზე მეტი. 

მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა – ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, რომელსაც „კანონი და სამართალი“ უჭერს მხარს. მან პირველ ტურში ხმების 29.54% მიიღო. 

Reuters წერს, რომ ორივე კანდიდატი თანხმდება თავდაცვითი ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. თუმცა, მაშინ როცა ტშასკოვსი მიიჩნევს, რომ პოლონეთის უსაფრთხოებისთვის ნატოს წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნავროცკი ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირებაზე უარს იტყვის, რადგან ამან შესაძლოა ალიანსი რუსეთთან ომში ჩაითრიოს.

ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე, თუმცა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.

ტშასკოვსიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.

აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად ჰქონდა უთანხმობა იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან. PiS-მა ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.