პოზიციას არ შევიცვლი – დიმიტრი ხუნდაძე

პუბლიკა

„ჩემი მხრიდან პოზიცია შეცვლილი არ იქნება“, – განუცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის კენჭისყრის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს.

„კმაყოფილი ვარ, რომ დღეს გადაიდო და დღეს არ დავდექით იმ შედეგის წინაშე და გადაწყვეტილება გამოტანილი არაა, რადგან ჩავარდებოდა ეს კანონპროექტი. მე მინდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს კენჭს ხვალ უყრის. მანამდე კი პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა გაიმართება.

 

LB loan image desktop LB loan image mobile