პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა. ის მთავრობას 2013 წლის ნოებრიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

დღეს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო.