საქართველოს ყოფილმა, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერობის საკუთარ კანდიდატურაზე ისაუბრა.
„მზად ვარ ვიფიქრო პრემიერის ფუნქცია. არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე, და ხელისუფლება მენატრება…
ნამდვილად არ მენატრება და მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქნები არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წელიწადი.
ეს ორი წელიწადი საკმარისი იქნება, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვათრიოთ და ძალიან სწრაფად წინ წავიდეთ.
მე 24 საათი, კვირაში 7 დღე ვმუშაობ, და თქვენ იცით, რომ ამის უნარი მაქვს” – ამბობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერიანებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა – “ძალა ერთობაშია” – სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად დაასახელა.