პრეზიდენტი მამალაძის შეწყალებაზე: რაც საჭიროა, იმ დროს დავფიქრდები

პუბლიკა

„ეს არის ერის შეურაცხყოფა, ჩვენი კულტურის ტრადიციების შეურაცხყოფა ისტორიის, რაზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის მოვალეობა და ჩემი პერსონალური გამოხატულება,”- განაცხადა სამების ტაძარში, საკვირაო წირვაზე მისულმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ თავის გადაწყვეტილებას გაუფრთხილდება, რადგან ეს საკითხი სენსიტიურია. ზურაბიშვილმა აღნიშნინა, რომ როდესაც პრეზიდენტის ბრძანებულება მზად იქნება, საზოგადოებას გააცნობს.

„მერე რაც საჭიროა იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.