პრეზიდენტი პოლონეთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს ამ შემაშფოთებელ დროს.

პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს!“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ პრეჟევოდოვთან, ერთ-ერთ ფერმაში აფეთქდა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა პოლონურმა მედიამ გაავრცელა.

როგორც CNN წერს, უცნობია, საიდან გაჩნდა ჭურვები, თუმცა რაკეტების ჩამოვარდნა დაემთხვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და ამის შესახებ ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს.