პრეზიდენტის განკარგულებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი დანიშნა.

სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს, 12:00-ზე დაინიშნა.

ცესკოს საბოლოო შედეგებით, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი იქნება. ოპოზიციის ჯამში 60 დეპუტატი, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

არსებული გეგმით, ოპოზიცია პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას გეგმავს.

სავარაუდოდ, დღეს გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი. უცნობია, შედგება თუ არა კომპრომისი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე – ხელახალ არჩევნებზე. „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ „წითელი ხაზია“.