„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!”, – ამ მინაწერით აშეარებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი facebook-ზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატუსს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქარდი გამოაქვეყნა ქვესათაურით – „ჰუმანიტარული დახმარება და სოლიდარობა” ამ ჩამოთვალით:
- 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
- დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს;
- 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
- თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროში ფერებში;
- პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები;
- „საქართველოს ფოსტა” უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათების უკრაინის მიმართულებით.
facebook-პოსტში უკრაინისადმი მხარდაჭერის ნაწილში მოყვანილია პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის განცხადებებიც. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებში.