პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს“ , – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.