პრეზიდენტმა ვაქცინაციაზე საუბრისას საპატრიარქოსაც მიმართა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მკაცრი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მან ასევე ისაუბრა საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში.

“პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ  იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.

დაბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას  დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს! პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და დავძლიოთ პანდემია.”  -განაცხადა პრეზიდენტმა.