შემოიღეთ სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მკაცრი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

“მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფოდ მკაცრი ზომები იქნას მიღებული.

სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ.

კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.