პრეზიდენტს ჩიჩილაკისა და კალანდობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება სურს

პუბლიკა

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდობას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“, – ამის შესახებ ოზურგეთში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ, 13 იანვარს შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას „კალანდა 2020-ს” დაესწრო.