პრობლემები, რასაკვირველია, აუდიტის პროცესშიც გამოიკვეთა – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

პუბლიკა

„პრობლემები, რასაკვირველია, აუდიტის შემოწმების პროცესშიც გამოიკვეთა და ასევე ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა. არის მიმდინარე პრობლემები, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ. მაგალითად, გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე დაკეტილი იყო კლინიკა და ინფექციის კონტროლის კუთხით სხვადასხვა ღონისძიება გავატარეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი შეიცვალა.

„მოგეხსენებათ პანდემიის პროცესში ბევრი გამოწვევები დაგროვდა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე რესპუბლიკურშიც და საჭიროდ ჩავთვალეთ განგვეახლებინა მენეჯმენტი, ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში, როემლებიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაუძღვებიან და დავძლევთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას რაც დაგროვებულია“, – განაცხადა მინისტრმა.