რესპუბლიკურის მენეჯმენტში ცვლილებაა, დაინიშნა ახალი დირექტორი – ჯანდაცვა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებაა.

მათი ცნობით, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.

„ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას.

რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა, ამჟამად, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კლინიკა მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ასევე უზრუნველყოფს სხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებას“, – ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია.

LB loan image desktop LB loan image mobile