„პროფკავშირების ახალი გაერთიანება“ „ახალგაზრდა მწვანეებს" სოლიდარობას უცხადებს

პუბლიკა

„პროფკავშირების ახალი გაერთიანება“ ვუცხადებთ სრულ მხადაჭერასა და სოლიდარობას ნიკოლოზ ღლონტს , „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებსა” და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობას, რომლებიც წლებია იბრძვიან ხალხის მიწების დასაცავად და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ“, – „პროფკავშირების ახალი გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს და 4 ივლისს, ამბროლაურში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ოთარ სირაძესა და „ახლგაზრდა მწვანეების“ აქტივისტ ნიკოლოზ ღლონტს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობრივი რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრისა და რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორის ოთარ სირაძისდა მისი ძმის მიერ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებების” წევრზე, ნიკოლოზ ღლონტზე, ამბროლარურში განხორცილებულ ძალადობას”, – წერია განცხადებაში.

„პროფკავშირების ახალი გაერთიანების“ შეფასებით, ეს ფაქტი კარგად ასახავს „ნაციონალური მოძროაბის“ პოლიტიკასა და დამოკიდებულებას ხალხის მიმართ და მათ მიზნებს, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებასა და შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ძალადობრივი ჩაგვრის გაგრძელებაზეა მიმართული.

„ამასთანავე, გვუსრს გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ ხალხს და რაჭა-ლეჩხუმის მოსახოებას არ უსმენს და მათ მიწებს იყენებს კერძო საკუთრების ინტერესებისთვის, რაც მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.


რაჭა-ლეჩხუმის ყოფილმა გუბერნატორმა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში მწვანე აქტივისტ ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება ონში გამართული აქციის შემდეგ მოხდა.

დაპირისპირების ამსახველ კადრებს მწვანე აქტივისტები ავრცელებენ. მწვანე აქტივისტი მარიამ ვაწაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქციის შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ უკან, რა დროსაც მოხდა შეხლა-შემოხლა.