პროკურატურა ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიების“ ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს.

ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს საქართველოს პროკურატურასთან, “- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ კონკრეტული პროკურორები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია, „თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა”.

LB loan image desktop LB loan image mobile