პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

პუბლიკა

გენერალური პროკურატურა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.