პროპორციული არჩევნები გარდამავალი მთავრობის პირობებში – აქციის „გენგეგმა“

პუბლიკა

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია „დავიბრუნოთ ქვეყანა“ მიმდინარეობს. აქციაზე მოქალაქეები დღეს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.  შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს და აქციის მოთხოვნებზე ისაუბრა.

„ჩვენ მოვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, ოღონდ ეს პროპორციული არჩევნები გაიმართება გარდამავალი მთავრობის პირობებში. ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსი ყველა ინტერესთა ჯგუფთან  და გაცოცხლდა სლოგანი „ერთად ყველა, ერთის წინააღმდეგ“; „ყველა მინუს ივანიშვილი“.

ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა. ეს ჩვენი გენგეგმაა. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე გაიმართება პერმანენტული არჩევნები. აქ დავბანაკდებით, სანამ არ გამოვგლეჯთ ხელიდან ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.