პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი შუახევშიც დაუხურეს

პუბლიკა

აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტში პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გახსნამდე დახურეს. შენობიდან ჩამოხსნილი ბანერების ამსახველ კადრებს ინტერნეტში სოსო ზოიძე ავრცელებს.

როგორც ფართის მეპატრონე დავით დავითაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, მას თავდაპირველად არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ.

„კონსერვატორები ვართო, მომატყუეს. „კონსერვატორებიდან“ მე ძიძიგური ვიცოდი და ვიფიქრე, ორ კაპიკს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ სულ სხვა რაღაც ყოფილა. მერე მითხრეს, ვინც იყვნენ და მოვიცილე“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ფართის მეპატრონე დავით დავითაძე.