პროსამთავრობო პროპაგანდისტმა გია აბაშიძემ გაყალბებული პოსტი გაავრცელა

პუბლიკა

დღეს, 5 აპრილს პროსახელისუფლებო პროპაგანდისტი გია აბაშიძე ნინო ლომჯარიას პოსტის გაყალბებულ ფოტოასლს ავრცელებს.

აბაშიძემ საზოგადოებას აღდგომა მიულოცა და ყალბი ფოტო გაუზიარა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყალბი პოსტის მიხედვით, ყოფილმა სახალხო დამცველმა და საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ხალხს აღდგომა მიულოცა და პოსტს ცისარტყელის ფერებში შეღებილი კვერცხის სურათი დაურთო. რეალურად, ნინო ლომჯარიას სააღდგომო მისალოც პოსტზე სრულიად სხვა სურათი აქვს დართული:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა.

გია აბაშიძის პოსტს Facebook-მა ცრუ ინფორმაციის კატეგორია მიანიჭა.

„მსგავსი შინაარსის პოსტები, ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების და აქციების ლგბტქი+ აქტივისტებად წარმოჩენას და ლგბტქი+ თემის დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნული იმ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია, რომელსაც ანონიმური Facebook (123) და TikTok (123) გვერდები, ისევე როგორც პროსახელისუფლებო მედია (123), ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმართ აწარმოებენ“, – წერს Factchecker.ge.