პროტესტი ბელარუსში: მედიის ცნობით, აქციების დარბევა დაიწყეს

პუბლიკა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელორუსში საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს.

tut.by იტყობინება, რომ მინსკში, ორლოვსკის რაიონის მიდამოებში სპეცრაზმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

მედიის ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, არიან დაზარალებულები.

ადგილობრივები იუწყებიან, რომ მინსკის ქუჩებში სამართალდამცველები დადიან და ეზ-ეზო ეძებენ მომიტინგეებს.

ცნობილი გახდა, რომ ვიტსებკში ორი ჟურნალისტი დააკავეს: Sputnik– ის ჟურნალისტი პაველ ვური და TUT.BY და Narodnaya Volya– ს ფოტორეპორტიორი ალეს პილეტსკი.

ბელარუსის ქალაქ ლიდაში საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მედიის ცნობით, უკვე დაკავებულია 10-ობით ადამიანი.

დღეს ამოიწურა ოპოზიციის ულტიმატუმის ვადა ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.

tut.by ბელორუსის პროტესტის განახლებად ინფორმაციას გადასცემს.

  • 45-akciya-solidarnosti-v-rige-25102020
  • 74-akciya-solidarnosti-v-rige-25102020
  • 745ceaf8-4ded-4392-ac70-64bc463f4b92
  • f2a0db96-d1ad-4672-b837-0b0b2004d645
  • marsh-20201025-d-photo-2020-10-25-15-08-30-002
  • marsh-20201025-s-img-3774-001
  • marsh-20201025-s-img-3874-003
  • marsh-20201025-s-img-3888-005
  • 01 /