პროტესტის ნიშნად, აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას - თამთა ინაშვილი

პუბლიკა

მსახიობი თამთა ინაშვილი სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს ბესო ზანგურთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს…მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას… „სადღაც ცისარტყელას მიღმა”არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!!”, – წერს ის.


გუშინ, 12 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოპდები გაიხსენა. როგორც ნინუცა მაყაშვილი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.