„პუბლიკის“ ჟურნალისტებმა ნათია ლევერაშვილმა და ალექსანდრე ქეშელაშვილმა პრემია „ლექსო“ მიიღეს

პუბლიკა

„პუბლიკის“ ჟურნალისტებმა ნათია ლევერაშვილმა და ალექსანდრე ქეშელაშვილმა კატეგორიაში  საუკეთეოს უფლებადაცვითი ფოტოამბავი პრემია „ლექსო“ მიიღეს.

გამარჯვებული გახდა მათი ფოტორეპორტაჟი 7-9 მარტის აქციებიდან „როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონი | პროტესტის ქრონიკა“.

„ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედიაპროფესიონალებისთვის“ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ 2021 წელს დააარსა. ის ოპერატორ ლექსო ლაშქარავს სახელს ატარებს.

ლექსო ლაშქარავაერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. უფლებადარღვევების გაშუქების პროცესში, ლექსომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

პრემია დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ. მის მიზნს წარმოადგენს საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება. 2022 წლიდან პრემიის პარტნიორი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) გახდა.