პუტინის გადაწყვეტილებას ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე შოლცი გამოეხმაურა

პუბლიკა

გერმანიის კანცლერმა ელექტროენერგიის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ კონტრაქტების მიხედვით, რომელიც მყარია, გადახდა უნდა განხორციელდეს ევროში ან დოლარში.

„არსებობს მყარი კონტრაქტები და ამ ხელშეკრულების ნაწილია ვალუტა, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება. ეს არის ის, რისი მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კანცლერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრაქტებში ხშირ შემთხვევაში ევრო ან დოლარია მითითებული.

ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მთავრობას და ცენტრალურ ბანკს მისცა ერთი კვირის ვადა, რათა გაარკვიონ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის რუსულ რუბლში გადაყვანის შესაძლებლობები. ხოლო „გაზპრომს“ კონტრაქტში შესაბამისი ცვლილების შეტანა დაევალა.