პუტინმა ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ანექსირებულ ხერსონის, ზაპორიჟიას, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პუტინის განცხადებით, საომარი მდგომარეობა ხვალიდან, 20 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

„მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ ნაწილში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად რუსეთის ფედერაციის საბჭოს. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო დუმაც“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.