პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში, ტერიტორიების გაცვლას შევთავაზებ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ „გარდიანთან” ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით“,- ამბობს ინტერვიუში ზელენსკი.

მისივე თქმით, არ იცის, თუ რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთი კურსკის სანაცვლოდ:

„არ ვიცი, შევხედოთ, მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, ამ საკითხში პრიორიტეტი არ გვაქვს”,- ამბობს ზელენსკი.