„ქალაქში განუკითხაობაა"-კალაძე ავტომობილების მძოღოლებს მიმართავს

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ქალაქში ავტომობილების გაადგილებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ იმ შეთხვევაში, თუ იქნება არასწორი პარკირება დროული რეაგირება ჰქონდეთ.

„ამ რთულ ვითარებაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებმა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე მაქსიმალურად გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, რომ დაჯარიმებებთან დაკავშირებით მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში იყოს ქაოსი და განუკითხაობა. ჩვენ გვაქვს ბევრი ვიდეო და ფოტომასალა – ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერების. ბასლაინებზე ავტომობილების გაჩერებისა და დატოვების. ასევე ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერების. ეს მიდგომა არავის სიამოვნებს. ის, რომ ვაძლევთ საშუალებას, ისარგებლონ საავტობუსო ზოლებით, ეს არ ნიშნავს, რომ განუკითხაობა იყოს”,  – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მერმა მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ პრობლემას.

„მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში. შესაბამისად,  მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ  მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს. ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ შემთხვევას, დედა შვილს ეტლით ასეირნებს და ელემენტარულად ზებრა გადასასვლელზე ვერ გადადის, რადგან მანქანები აყენია. ეს ქვეითებისთვის სერიოზული პრობლემაა. შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები მძღოლებისთვის, მივეცით შესაძლებლობა საავტობუსე ზოლებში სიარულის, არ ვაჯარიმებთ, მაგრამ სრული განუკითხაობაა დღეს ქალაქში და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ იმოქმედეთ, ვინც დაარღვევს და ავტომობილები გაჩერებული იქნება ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც გვერდში დაგიდგებათ. საპატრულო პოლიციასთან გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია და ეს თემა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.