ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ – სოფო კილაძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის თქმით, პრეზიდენტს ჯართან დაკავშირებით სხვა რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ გადმოსცა, რადგან ის საქართველოში არ არის გაზრდილი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ. იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მთავარი მიმართულება არის განათლება და მეცნიერება. ამას გულისხმობდა, ალბათ. ვერ გადმოსცა, რადგან ის არ არის საქართველოში გაზრდილი“, – თქვა სოფო კილაძემ.

გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს იარაღი და არც ექნება, მაგრამ, მისი აზრით, სანაცვლოდ აქვს ცოდნა და მეცნიერება, რომელიც უნდა გამოიყენოს.