ქალის სახე დაკარგა, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხოშტარიაზე

პუბლიკა

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, პარლამენტის დეპუტატს ელენე ხოშტარიას „ქალის სახე აქვს დაკარგული“, რადგან როგორც „ფორმულასთან“ რაზმაძემ თქვა – „ქალი არის კდემამოსილი“.

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიას შესახებ Facebook-პოსტიც დაწერა და „ევროპული საქართველოს“ წევრს ზნედაცემული უწოდა. „ფორმულასთან“ საუბარში კი რაზმაძემ განაცხადა, რომ ამ შეფასებას არ ნანობს, პირიქით, ეს მოფერებითი სიტყვაც კი იყო.

„არ ვნანობ, რატომ ვნანობ. ხოშტარიაში ვერც პოლიტიკოსს აღვიქვამ და მით უმეტეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტის დეპუტატს.

კი მიწერია ზნედაცემული, მე არც უარვყოფ მაგ სიტყვებს. აქციებზე რას აკეთებდა… ქალის სახე აქვს დაკარგული საერთოდ. ქალი არის კდემამოსილი.

მერე მაგის საქციელი, შეურაცხყოფები, საუბარი მაგისი არაფერში არ ჯდება. საზღვარი არ არსებობს მაგათი უტიფრობისა. ის ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო, იცოდეთ“, – თქვა დავით რაზმაძემ „ფორმულასთან”.