„ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ადამიანის უფლებების დამცველ ქალებს.
„ადამიანის უფლებების დამცველი ქალები, იმ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის, რასაც ისინი ადამიანის უფლებების დაცვით სფეროში ეწევიან, ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის, ძალადობის, ცილისწამების, თავდასხმის ობიექტები და ექმნებათ საფრთხე, როგორც პირადად, ისე კოლექტიურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სოციალური ნორმების შეცვლას ცდილობენ.
საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ არის გენდერიზებული და ხშირად სექსუალიზებული, ისინი მუდმივად არიან რისკის ქვეშ, რადგან საზოგადოება ცდილობს ქალის ტრადიციულ როლში მათ დაბრუნებას და მათ დადანაშაულებას, ეს ყოველივე კი განსაკუთრებით თვალსაჩინო და საგანგაშო ხდება, როცა საქმე გახმაურებულ უფლებადარღვევებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევებს ეხება, “- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ წერილში.
ქალთა ფონდი, რომელიც თავისი პროგრამებით მხარს უჭერს ქალი უფლებადამცველების გაძლიერებას, აღიარებას და უსაფრთხოებას, სოლიდარობას უცხადებს ორგანიზაციის „ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თანამშრომლებს და მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველს, რათა შეახსენოს – ქალი უფლებადამცველების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მათი შრომის დაფასება, იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვაზეა პასუხიმგებელი, სახელმწიფოს მოვალეობაა.