საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2023-ის გამარჯვებულები გამოავლინა.
1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში
გამარჯვებული: ლანა კოკაია – რადიო თავისუფლება – “როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე”.
ფინალისტები:
- მარიამ ჯაჭვაძე – Chai Khana – “მოსწავლეები შიმშილის ზღვარზე – რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო სკოლებში კვებას?”
- თინათინ ზაზაძე – სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge – “დასანგრევად განწირული მრავალფეროვნება”.
2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში
გამარჯვებული: გელა მთივლიშვილი – მთის ამბები – “დანაშაული შოვში”.
ფინალისტები:
- ნუკა სტეფნაძე, სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge – “რატომ ვერ ხვდება ვარძია „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში და რა საფრთხეს ქმნის უკანონო მშენებლობები”.
- მარიკა დუდუნია და ნანა ბიგანიშვილი, თავისუფლების მონიტორი – “ინტელექტის ოკუპაცია”.
3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში
გამარჯვებული: მარიამ მუმლაძე – Chai Khana – “ქართველები უკრაინული დროშის მიღმა”.
ფინალისტები:
- თაკო ფეიქრიშვილი – სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge –“წრეულ თაზე ივნისში ამოველით” – უდის მთის ამბები
- მარიკა ქოჩიაშვილი – Chai Khana –“ორი სახლი”.
4. ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში
გამარჯვებული: ბუთა ორჯონიკიძე – Netgazeti – “უცხო ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ”.
ფინალისტები:
- აინურა ალიევა – რადიო მარნეული – “ჩემს ხელებს ვათვალიერებ. დამსკდარი, წითელი, ცოტა მეწვის- აინურა ალიევას ხმამაღალი ფიქრი”.
- ჯიმშერ რეხვიაშვილი – რადიო თავისუფლება – “ლაზარეს თმის ფასი”.
5. ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება
გამარჯვებული: სოფო აფრიამაშვილი – Netgazeti – “პანკისელების ბრძოლა მოქალაქეობისთვის”.
ფინალისტები:
- ინგა ირიციანი – TOK TV – “მეორე შახტა – დაპირებებით გამაგრებული დასახლება”.
- ანაიტ ზალალიან – Radio NOR 100.1FM –“რა გამოწვევების წინაშე დგანან ნინოწმინდელი ფერმერები ევროპული ბაზრისკენ მიმავალ გზაზე”.
- ნინო აფაქიძე, თამთა ჩხაიძე, ელის ბაქრაძე – პუბლიკა –“ბრძოლა მიწებისთვის — კორუფციის 30 წელი ჯავახეთში”.
- თამთა გოგოლაძე – ჩემი ხარაგაული – “ბორი ჩიხში – ხელისუფლების დაპირებით, ხარაგაულის ყველა სოფელი 2021 წლისთვის გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო”.
6. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება
გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება –“ქალთა თავშესაფარში მოსმენილი ამბები”
ფინალისტები:
- ნინო თარხნიშვილი – რადიო თავისუფლება –“ჩვენ განსხვავებულები ვართ. მაშ, რატომ გვგონია, რომ ჩვენი ვაგინები ერთმანეთს უნდა ჰგავდეს?”
- ნანა გობეჯიშვილი – აპრილი • Aprili – “რა არის შინ შრომა და რა გამოცდილება აქვთ ქალებს”
7. ხალხის რჩეული – საუკეთესო ნამუშევარი ევროინტეგრაციის თემაზე
გამარჯვებული: თენგიზ გოგოტიშვილი
ფინალისტები:
- ნასტასია არაბული – “წყლის ჭავლთან მოცეკვავე”
- ნინო თარხნიშვილი – “ქალი ევროკავშირის დროშით”
- ნათია ლევერაშვილი, ალექსანდრე ქეშელაშვილი – “როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონი | პროტესტის ქრონიკა”
- თენგიზ გოგოტიშვილი, გიორგი დულარიძე, ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ვაწაძე – “ცხოვრება ევროპულად: სკოლა | რა სარგებლობა მოაქვს EU-ს წევრობას”.