„ქართულ ოცნება“ - 26%, ოპოზიციური პარტიები - 44% - Edison Research-ის კვლევა

პუბლიკა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოჰყვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 18%-ით, 6% „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა ხმას, 4% – „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% – „პატრიოტთა ალიანსს“, 2-2% „ლელოს“, „სამოქალაქო მოძრაობას“, „გირჩსა“ და პარტიას „ახალი საქართველოსთვის“.

გამოკითხულთა 30%-მა შეკითხვას არ უპასუხა.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მივა, 67%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 23%-მა უპასუხა – „ალბათ მივიღებ“. 5%-მა – „ალბათ, არ მივიღებ“, 5%-მა კი „ნამდვილად არ მივიღებ“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევა Edison Research-მა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. Edison Research-მა პირისპირ ინტერვიუს გზით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა 2000 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.