ქართული ხარჩო CNN-ის მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის მოხვდა

პუბლიკა

ტელეკომპანია CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. ვიეტნამურ საქონლის ფოსთან, უკრაინულ ბორშთან და ესპანურ გასპაჩოსთან ერთად სიაში ქართული ხარჩო მოხვდა.

„ტყემალი მსუბუქ, ცოცხალ არომატს სძენს ტრადიციულ სუპს, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ.

იკმაზება დაფქული ნიგვზითა და მკვახე ტყემლით, რომლის სიმჟავეც ქონიანი საქონლის მსუყე გემოს აბალანსებს. არომატის სიმძაფრეს ხმელი სუნელი ამკვეთრებს – ქინძის, ქონდრის, ულუმბოს, შავი პილპილისა და გულყვითელას ნაზავი“, – წერს CNN.

LB loan image desktop LB loan image mobile