„ქართული მარში“ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ“ ჩვენების ჩაშლით იმუქრება. „როგორც გეიაღლუმი ჩავშალეთ ზაფხულში, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“, — თქვა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.
„პუბლიკა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, გეგმავს თუ არა უწყება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას. შს სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებული ზომების მიღებას არ გეგმავენ და „პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“ – განუცხადეს შს სამინისტროში „პუბლიკას“.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება პირველად საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრს გაიმართება. ფილმი ქართულ-შვედური კოპროდუქციაა. ფილმი შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.
„ოსკარზე“ ფილმში მონაწილე მსახიობების გამგზავრების ხარჯს კულტურის სამინისტროს უარის შემდეგ საქართველოს კინოცენტრი დააფინანსებს.