„ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა ხელი დამარტყა - ნენე დალაქიშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ნენე დალაქიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის 26-ე საარჩევნო უბანში „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი მას ფიზიკურად შეეხო და დაარტყა.

„იყო კარუსელის დატრიალების მცდელობა. დავიწყე ამის გადაღება, ხელი მკრა – ნუ მიღებო. გადაღებულია, დამარტყა ხელი. ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი. ის ჩვენს დამკვირვებელზე იყო გაბრაზებული, რატომ გაგვაგებინა, რომ ამ უბანზე იყო „კარუსელის“ მცდელობა“, – განაცხადა ნენე დალაქიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე დაზიანება, ნენე დალაქიშვილმა უპასუხა, რომ მას ხელი სტკივა.

ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც განაცხადა, რომ საარჩევნო უბანთან დალაქიშვილის მოსვლამდე იყო სიმშვიდე. მან მოუწოდა დალაქიშვილის, რომ მიმართოს პოლიციას.

„ყველა ეს ჟურნალისტი, ოპერატორებიანად აქ იდგა. აბსოლუტური სიმშვიდე იყო. თქვენ თუ იძახით, რომ ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მოგაყენათ, პოლიციის თანამშრომლები აქ არიან და მიმართეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.