„ქართული ოცნების“ ინტერესების პირდაპირი გამტარებელიც არ ვიქნები“ - გახარიას პარტიის ყოფილი წევრი

პუბლიკა

ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები იკრიბებიან. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარეს მოუსმენენ, შემდეგ სამანდატო კომისიას აირჩევენ და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას ცნობენ.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს საკრებულოს ახალარჩეულმა დეპუტატებმა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შესაძლოა, დღეს საკრებულოს თავმჯდომარე არ აირჩიონ. ჯერ უცნობია, ვინ იქნება უმრავლესობის კანდიდატი. პარტიის ინფორმაციით, ჯერ კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ირაკლი თავდგირიძემ, რომელმაც არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში დატოვა გახარიას პარტია .

„გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, თავმჯდომარეობის კანდიდატს, რომელიც ქალაქისთვის მისაღები იქნება, დავუჭერ მხარს. ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, ვნახავ, რა ფორმულირებით იქნება წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი არ ვიქნები ამ საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ინტერესების პირდაპირი გამტარებელიც არ ვიქნები.“ – განაცხადა ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატია.

პირველ სხდომას არ დასწრებიან პარტია „საქართველოსთვის“ წევრები. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელეს.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიციაში თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციები გრძელდება.

„ლელოს“ გუნდი ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას აპირებს. თავმჯდომარის ნაწილში მსჯელობა მიმდინარეობს და დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს არჩევა ვერ მოხდება და ვერცერთი პოზიციის, ასევე. დღეს ვერ შედგება საკრებულო. მოლოდინი არსებობს, რომ ქმედუუნარო იქნება ბათუმის არჩეული საკრებულო.“ – განუცხადა კუპრაძემ აჭარის მაუწყებელს.

ბათუმის ახალარჩეულ საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

ბათუმი „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა ბათუმის საკრებულოშიც.

  • „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 2 მანდატი;
  • „ლელო“ – 1 მანდატი.
  • 1 დამოუკიდებელი დეპუტატი.