„ქართული ოცნების“ ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„გატარდა პროტოკოლის შესაბამისი ღონისძიებები. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პერსონალი გარკვეული პერიოდი დროებით იზოლაციაში გადავიდა. მიმდინარეობს თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპზე, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია”, – აღნიშნავენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულს „ქართული ოცნების” წევრებთან შეხება არ ჰქონია – „ქალბატონი ხშირად არ იმყოფებოდა ოფისში“, – გვითხრეს პრესსამსახურში.


Stopcov.ge-ს ბოლო მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი.