„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციის 3 მონაწილე დააკავეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდება, მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრი დააკავეს.

პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რა დროსაც დააკავეს მონაწილეები. შსს-ში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ დაკავებულია სამი პირი ადმინისტრაციული წესით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებითაა დაწყებული.