„ქართული ოცნების“ შტაბებში მოსახლეობას აცრაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. მმართველი პარტია გამოეხმაურა ხელისუფლების ინიციატივას,  კორონავირუსის ეპიდვითარების დამძიმების გამო არჩევნების დროს რეგულაციების დაცვისა და აცრის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იღებს ვალდებულებას, რომ საარჩევნო კომისიებში ცენტრალურ, საუბნო თუ საოლქო დონეზე, ასევე პარტიის სახელით არჩევნებში ჩართული ნებისმიერი პირი აცრილი იქნება და დაიცავს კოვიდრეგულაციებს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ შტაბებში მოსახლეობას ვაქცინაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.