„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია შექმნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია – „თაობები საქართველოსთვის“ – დაარეგისტრირა.

როგორც მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის ემზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქვს მოლოდინი, რომ ბარიერს გადალახავს და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ, თუკი „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება კოალიციის შექმნა არჩევნების შემდეგ, ის მზად არის სხვა პარტიებთან ერთად შექმნას „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია.

„ბატონი ბიძინა იქნება ის გარანტი, რომ, თუ მართლა მისი პარტია გაიმარჯვებს, სწორად და გამართულად მართოს კიდევ 4 წელი. ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ მისცემს კრედიტს, რომ ის ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში…

თუ ის დაბრუნდება პოლიტიკაში და ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ სათავეში და „ქართული ოცნება“ მისი ლიდერობით მოიპოვებს არჩევნებში გამარჯვებას, მასთან ვითანამშრომლებდი“, – აცხადებს შალელაშვილი.

შალელაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის (2016-2020) პარლამენტის წევრი იყო. საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.