ქართულმა მოციგურავეებმა იუნიორთა გრან პრის ოქროს მედლები მოიპოვეს

პუბლიკა

იტალიის ქალაქ ტურინში იუნიორთა შორის ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ქართულმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ოქროს მედლები მოიპოვა.

 

გრან პრის ფინალურ ტურნირში ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.

გრან პრის ფინალში მსოფლიოს ექვსი საუკეთესო დუეტი მონაწილეობდა.