პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს სამ თვეში 2 მლნ ლარზე მეტი ფინანსური შეწირულობა მიიღო.
პარტიის შემწირველებს შორის, ძირითადად, პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან.
მსხვილ შემწირველებს შორის არიან: გიორგი თოფაძე, გიორგი გაგუა, ალექსანდრე წულუკიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, კახა კობიაშვილი, დავით ბალანჩივაძე, გიორგი აბრამიშვილი და სხვა.