„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენა 

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენა – იმპიჩმენტი არ შედგა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 90-მა დეპუტატმა მიიღო.

იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, 1 კი წინააღმდეგი იყო.

იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ირაკლი კობახიძე კენჭისყრამდე ამბობდა, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებდა, თუმცა, მისთვის „მთავარი იყო რეაგირება”.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.